LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიმპოლის დირექტორის მოადგილე ხაბეიშვილს: შენ ხარ კეკლუცი მოცეკვავე კამერებთან, ინტრიგანი, პროვოკატორი, უზრდელი, რომ დაიბადე იმის მერე

807
84E4009C-C61D-4FFE-9025-4BDE97D1BC26

იუსტიციის სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თემურ კუპატაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც საზოგადოებას მიმართა ეკითხათ კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილისთვის, თუ როგორ შეძლო მილიონებად შეფასებული ქონების შეძენა.

საპასუხოდ თემურ კუპატაძემ ხაბეიშვილს „კამერებთან კეკლუცი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ყველაფერი დეკლარაციაშია მითითებული.

„ეს არის კამერებთან კეკლუცი ადამიანი, შენ კეკლუცობ კამერებთან. შენ ხარ კეკლუცი მოცეკვავე კამერებთან, მეტი არაფერი. შენ ჩინოვნიკი რომ გახდები, ვერასდროს ვერაფერს ვერ გააკეთებ. შენ ხარ ინტრიგანი, პროვოკატორი ადამიანი. შენ ხარ უზრდელი, რომ დაიბადე იმის მერე,“- ასე მიმართა თემურ კუპატაძემ ლევან ხაბეიშვილს.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად იუსტიციის სამინისტროსთან აქცია დასრულებულია და ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. რაც შეეხებას სხვა მდებარეობებს, იუსტიციის სამინისტროსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და ჯანდაცვის სამინისტროსთა შეკრებილი ოპოზიციური ლიდერების განცხადებით, სამართალდამცველებმა სხვადასხვა მდებარეობაზე სამოქალაქო აქტივისტები დააკავეს. საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის ინფორმაციით კი, საერთო ჯამში 46 მოქალაქე პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

საპატრულო პოლიციის უფროსის განცხადებით, სუს-თან აქტივისტები შენობის ბლოკირებას ცდილობდნენ, რის გამოც ისინი დააკავეს

ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული, რა პროვოკაციაც არ უნდა მოგვიწყონ, ვაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს – ბაჩო დოლიძე