ავსტრალიის ნაკრები ოლიმპიურ სოფელში მომხდარი ხანძრის დროს გაძარცვეს.
კუნძულელებმა ნოუთბუქი და მაისურები დაკარგეს.
ავსტრალიის დელეგაციის ხელმძღვანელმა კიტი ჩილერმა ძარცვა დაადასტურა.
”როდესაც 15 ათასი საწოლი გაქვს, შენს ირგვლივ უამრავი ხალხი ირევა. ბრალს არავის ვდებ, მაგრამ აქ ბევრი არააკრედიტირებული ხალხია – მუშები, დამლაგებლები და სხვა თანამშრომლები. სამწუხაროდ, ქურდის მოძებნა ფაქტობრივად შეუძლებელია”, – უთქვამს ჩილერს Chicago Tribune-სთვის.
ერთი კვირის წინ ავსტრალიის ნაკრებმა უარი თქვა ოლიმპიურ სოფელში შესვლაზე გაზისა და წყლის გაჟონვის გამო, ასევე შენობაში უცნაური სუნის გამო.
29 ივლისს კი მათი ევაკუაცია გახდა საჭირო შენობაში გაჩენილი ხანძრის გამო, სწორედ მაშინ მოხდარა ქურდობა.