LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრიმინალური პოლიციის კურატორი შს მინისტრი ხდება

239

კრიმინალური პოლიციის კურატორი დღეიდან თავად შს მინისტრი იქნება, ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან თათბირზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, მისი პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი, რომელიც აქამდე კრიმინალურ პოლიციას ხელმძღვანელობდა, კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს.

”დღეიდან პირადად მე ვიქნები კრიმინალური პოლიციის კურატორი, ყველა იმ დეპარტამენტის, რომელიც რეგიონში და თბილისშია, ასევე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და რა თქმა უნდა, საპატრულო პოლიციის, რომლის კურატორი აქამდეც გახლდით. პირველი მოადგილე ბესიკ ამირანაშვილი გადაყვანილი იქნება კადრების განკარგულებაში. მე ვფიქრობ, რომ თქვენთან ურთიერთობისას შუამავალი არ მჭირდება და მე უფრო აქტიურად უნდა ვიყო ჩართული იმ პროცესებში, რაც საპატრულო პოლიციასა და კრიმინალურ პოლიციაში მიმდინარეობს. ის კოორდინაცია, რომელიც აქამდე არსებობდა, უფრო ეფექტური და მჭიდრო იქნება“, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები