„იქ, სადაც საჭირო იქნება რეგულაციის გამკაცრება, ცხადია, განხილვის რეჟიმში ჩვენ ამას მივყვებით და, რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების მაღალ სტანდარტებს დავიცავთ,“ – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა, განაცხადა.
სესიაშვილის თქმით, სახელმწიფო არ დაუშვებს იმას, რომ კრიმინალმა რაიმე სახით ძალა მოიკრიბოს.
„ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე დამოკიდებული ძალიან ბევრი რამ – განვითარება, ტურიზმი, ინვესტიციების შემოდინება. ასე რომ, აქ ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ. კრიმინალთან ბრძოლა თითოეული ჩვენგანისთვის გამოწვევაა. ქურდული სამყარო არის ამ ყველაფრის ერთგვარი ბუდე,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.