LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კრიმინალი, ქვეყნის გამყიდველი და მრუში ხარ” – ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაური იყო

157
მეუფე სტეფანე

ჭყონდიდის ეპარქიაში ისევ ხმაურია – სასულიერო პირები ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდნენ.

“კრიმინალი, ქვეყნის გამყიდველი და მრუში ხარ” – ამ სიტყვებით ერთ-ერთმა სასულიერო პირმა მეუფე სტეფანეს მიმართა.

მათ მეუფე სტეფანესთან კითხვები გავრცელებულ სავარაუდო ახალ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

თავის მხრივ, მეუფე სტეფანემ მღვდლებს კრიმინალები უწოდა.

“როგორ მოგექცეთ თქვენ, როგორც ბერებს, თუ კრიმინალებს”. – ასე მიმართა მეუფე სტეფანემ სასულიერო პირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები