უკრაინაში მიმდინარე ომის განმავლობაში, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “დასავლეთის” დაჯგუფების სარდლის ვინაობა პირველად დაასახელა.
რუსული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის უწყებამ “უკრაინაში სპეცოპერაციისას” ჯგუფის მეთაურად გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი სიჩევოი დაასახელა.
დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ მოხსენებაში აღნიშნულია თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს ვიზიტის შესახებ აღნიშნული დაჯგუფების შესამოწმებლად:
“არსებულ ვითარებაზე მოხსენების მოსმენის შემდეგ, სერგეი შოიგუმ გასცა მითითებები და მეთაურს უბრძანა, რუსეთის მოსაზღვრე ტერიტორიებზე მტრის უპილოტო საფრენი აპარატების განადგურების ეფექტიანობა გაზარდონ”, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში