კრემლის სასამართლომ მარინა ოვსიანიკოვა 30 ათასი რუბლით დააჯარიმა.
მას ბრალად ედება ქცევის ნორმების დარღვევა საჯარო ღონისძიების დროს.
პროცესი მოსკოვში, „ოსტან კინოს“ სასამართლოში გაიმართა.
შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის, „პირველი არხის“ საინფორმაციო გადაცემა “ვრემიას” დროს, მარინა ოვსიანიკოვა პირდაპირ ეთერში წამყვანის უკანა ფონზე ომის საწინააღმდეგო ბანერით: “არა ომს, შეაჩერე ომი” შევიდა. მის ბანერზე ასევე ეწერა: „არ დაუჯეროთ პროპაგანდას, აქ გატყუებენ, რუსები ომის წინააღმდეგ”.
ვინ არის ჟურნალისტი ვინც რუსულ “პირველ არხზე” უკრაინის მხარდამჭერი ბანერით გამოჩნდა