კრემლი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მოსახლეობის მობილიზაციას განიხილავს.
ინფორმაციას ამის შესახებ „მედუზა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, რომ წყარომ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაა დაახლოებული უთხრა, რომ უკრაინაში საბრძოლველად არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების გაგზავნას გეგმავს, არამედ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც განიხილავს.
წყაროს ცნობითვე, საუბარია ათასობით ადამიანზე.
ცნობისთვის, 21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა.