რაც დრო გადის ჯენიფერ ლოპესის სტილი უფრო და უფრო იხვეწება. 52 წლის ასაკში ის დაუჯერებლად ლამაზად გამოიყურება. როგორც თავად ამბობს, ეს მისი თავის მოვლის საშუალებების ხაზის, JLO Beauty-ის დამსახურებაა. არტისტი საკმაოდ ხშირად არეკლამებს თავის ბრენდს.
ისეთი მშვენიერი, როგორც არასდროს – ახალ ფოტოებში 52 წლის ჯეი ლო კიდევ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება
ყველა დაჩრდილა – 52 წლის ჯეი ლოს „მეფური“ გამოჩენა „დოლჩე და გაბანას“ ჩვენებაზე
ცოტა ხნის წინ ლოპესმა „ინსტაგრამზე“ უმაკიაჟოდ გადაღებული ფოტოები გაავრცელა, ის კრემისფერ, აბრეშუმის საღამურში პოზირებს, მისი სახე კი სილამაზისგან ბრწყინავს.
რაც შეეხება მის პირად ცხოვრებას, გასულ კვირას ბენ აფლეკი „ტიფანის“ საიუველირო მაღაზიაში დააფიქსირეს. ტაბლოიდების ცნობით, ის ჯენიფერისთვის ნიშნობის ბეჭედს არჩევდა.