მშობლებისთვის საუკეთესო საჩუქარი ალბათ მათთან მეტი დროის გატარებაა. შეგიძლიათ მამას აჩუქოთ ჭიქა წარწერით “საუკეთესო მამა” ან რამე უფრო პრაქტიკული შეურჩიოთ. თუმცა ახალგაზრდა კაცი, სახელად მეტ ბონიტო უფრო შორს წავიდა და მამამისი კრეატიული ფოტოებით დაასაჩუქრა. მეტმა მამა ფილმების და მუსიკალური კლიპების ცნობილ კადრებში, ასევე ცნობილი ისტორიული ფაქტების ამსახველ ფოტოებში “ჩააფოტოშოპა” და ძალიან სახალისო შედეგებიც მიიღო.
შვილის წყალობით დომ ბონიტო “ები როუდზე”, “ბითლზთან” ერთად აღმოჩნდა, “ტიტანიკის” კიჩოზე ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად, ხოლო ჩიტაურის არმიას “შურისმაძიებლებთან” ერთად შეებრძოლა. კრეატიული ფოტოების დამსახურებით მან “ვარსკვლავურ ომებში” დართ ვეიდერთან შებრძოლებაც მოასწრო და ფორესტ გამპსაც მიუჯდა გვერდით…
მეტის თქმით, მამამისი სკოლის მასწავლებელი და მშობლიურ ქალაქში ცნობილი ადამიანია, თუმცა მისი შექმნილი ფოტოების წყალობით დომ ბონიტო თავისი ქალაქის ფარგლებს გარეთაც გაიცნეს…