LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კრეატიული დიზაინი, რომელიც ჩემოდნის დაკარგვის შანსს ამცირებს

394

მოგზაურობა ყოველთვის სასიამოვნო მოლოდინებთან ასოცირდება და საჭირო ნივთების გარეშეც წარმოუდგენელია. თუმცა, მგზავრობისას უწყვეტი ნაკადის თუ ადამიანური ფაქტორის გამო არ არის გამორიცხული ზოგჯერ საკუთარი ჩემოდანიც ვერ ამოვიცნოთ. რაც დამეთანხმებით საკმაოდ არასასიამოვნო მოვლენაა.

თუკი აეროპორტებში საკუთარი ბარგის ამოცნობა ხშირად გიჭირთ, ჩათვალეთ ამ თავსატეხს უკვე მარტივად დააღწიეთ თავი.

ბრიტანეთში, ერთ-ერთი ონლაინ გაყიდვების მაღაზია www.designasuitcase.com უნიკალური დიზაინის ჩემოდანს გთავაზობთ, რაც მის მარტივად ამოცნობის შანსებს ზრდის. ასეთ სამგზავრო ჩანთას, აუარებელ ჩემოდნებს შორის ნამდვილად ადვილად გაარჩევთ.

არჩევანი თქვენზეა , საკუთარი თუ საყვარელი ადამიანის ფოტოსურათი, თქვენი ცხოვრების საუკეთესო მომენტები, ყველაფერი ის რაც მხოლოდ თქვენ გიკავშირდებათ და გამორჩეულს გაგხდით – თქვენს ჩემოდანზე იქნება დაპრინტული.

გარდა ამისა, თუკი რომელიმე კომპანიის წარმომადგენელი ხართ ან თქვენ თავად ფლობთ ბიზნეს, შეგიძლიათ შესაბამისი ლოგოს დაპრინტვით მსოფლიოს მასშტაბით პროდუქტს რეკლამაც გაუკეთოთ.

კრეატიული სამგზავრო ჩანთის მისაღებად ორი მარტივი გზა არსებობს, პირველ რიგში, შეარჩიეთ ჩემოდანი და სასურველი ფოტო  საიტზე ატვირტეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები