LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კრამონის მიმართ ასეთი აბსურდული სიტყვები სამარცხვინოა“ – ლექსმანი ვოლსკის განცხადებაზე

130
Untitled design (4)

2 აპრილს, პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებას – რომ ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს – ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი ეხმაურება.

ლექსმანი Twitter-ზე ურთავს გია ვოლსკის ციტატას და მას სამარცხვინოს უწოდებს:

„ამგვარი აბსურდული სიტყვების გამოყენება ვიოლა ფონ კრამონის საწინააღმდეგოდ, რომელიც ამდენ ენერგიას და დროს უთმობს ქართველი ერის და მისი ევროპული მომავლისთვის ბრძოლას, სრულიად სამარცხვინოა“, – აღნიშნულია ლექსმანი „ტვიტში“.

ცნობისათვის, საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი 1 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციასთან, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად მიმდინარე აქციაზე მივიდა.

კრამონი გრიგორიადისის დაკავებაზე: შესაძლოა, ეს იყოს სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ის რომ გამოარჩიეს და გახადეს საჩვენებელი, არის სამარცხვინო

ევროპარლამენტარის აქციაზე მისვლას გამოეხმაურნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

მარიამ ლაშხი: „კრამონი ჩართული იყო ძალადობის, მოძალადეების მხარდამჭერ აქციებში.. ყოვლად მიუღებელია“

წარმოუდგენელია, ქვეყნისთვის კარგი სურდეს და ანარქისტულ განცხადებებს აკეთებდეს – წილოსანი კრამონზე

ზარქუა: „ფეოლა თუ რა ჰქვია იმას, ფონ კრამონი რომ დარბის ხოლმე აქ მიტინგებზე – „მოლოტოვის კოქტეილი“ თავის ქვეყანაში ესროლონ ახალგაზრდებმა პოლიციელებს.. აბა რას უზამენ, დაჯდება თუ არა ევროპარლამენტში?“

როგორც გია ვოლსკიმ თქვა, „საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობას იღებს ფონ კრამონი და ასევე, ის ადამიანები, ვინც ევროპარლამენტში რეზოლუციის შემქმნელები, ლობისტები არიან“. ვოლსკის თქმითვე, „ვიოლა ფონ კრამონი სადისტური მოქმედებების მხარდაჭერით ყველაფერს ხაზს უსვამს“.

ვიოლა ფონ კრამონი: საქართველო იმსახურებს სტატუსს, მაგრამ ვხედავთ, რას აკეთებს მთავრობა, ეს არის დიდი უფსკრული

„ვიოლა ფონ კრამონი ვის გინახავთ აქციაზე? მე უკვე დიახ…თქვენ ყველანი ხართ მაგრებიო” – სალომე ბარკერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები