LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდთან ბრძოლაში „უეფექტო“ წამალი ოფიციალურად აღიარეს, ერთადერთი მოჭიდების „ხავსია“ – კულუმბეგოვი

208
kulumbegov 22

აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის მიერ კოვიდინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ „რემდესივირის” ოფიციალურად დაამტკიცებას იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი არასწორ გადაწყვეტილებად აფასებს.

„კოვიდთან ბრძოლაში გამოჩნდა პირველი “უეფექტო” წამლის ოფიციალური აღიარება FDA-ის მიერ! ასეთი უცნაური და დევალვირებული სამედიცინო მეცნიერება ბოლო 20 წელია არავის უნახავს“, – წერს ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში. 

კულუმბეგოვის თქმით, მეტი არჩევანი მსოფლიოს ექიმებს სამწუხაროდ არ დარჩა.

 „ერთადერთი სწორი მოჭიდების “ხავსი” ესაა დავით და ჩვენც მოვეჭიდოთ, სხვა რა დაგვრჩენია“,  – აღნიშნავს იმუნოლოგი.   

საქართველოში კოვიდინფიცირებულების „რემდესივირით“ მკურნალობას რამდენიმე დღეში დაიწყებენ. ქვეყანაში წამალი შემოვა, თუმცა ის, როგორც პრემიერმა გიორგი გახარიამ აღნიშნა, აფთიაქში არ გაიყიდება და მხოლოდ მძიმე პაციენტების სამკურნალოდ გამოიყენებენ.

ცნობისთვის, აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ კორონავირუსის სამკურნალოდ „რემდესივირი“ გადაუდებელი გამოყენებისთვის მაისში დაამტკიცა.

„რემდესივირი” აშშ-ში კოვიდის სამკურნალოდ ოფიციალურად დაამტკიცეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები