LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდსტატისტიკა ყოველდღიურად აღარ გამოქვეყნდება და კვირაში ერთხელ შეჯამდება

64
კოვიდი

ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები ყოველკვირეულად შეჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„2 მაისიდან, პირბადის გამოყენება, მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, აფთიაქებში, მეტროში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იქნება სავალდებულო. გადაწყვეტილება, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სპეციალისტებმა, ინფიცირების შემთხვევების სტაბილურად კლებადი მაჩვენებლიდან გამომდინარე მიიღეს – დღიურად, ვლინდება, საშუალოდ, 100-150 შემთხვევა და ერთეულია, ან საერთოდ არ ფიქსირდება გარდაცვალების დღიური შემთხვევები.

ცვლილება შეეხება სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების წესსაც – ახალი შემთხვევების რაოდენობა, ინციდენტობა, დადებითობის მაჩვენებელი, გარდაცვალების შემთხვევები ყოველკვირეულად შეჯამდება და კვირაში ერთხელ, ყოველ სამშაბათს გამოქვეყნდება“,- აღნიშნავენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები