LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო აჭარაში 10-მდე ობიექტი დაილუქა

113
1607413399-1589961051-1589355236-1585640918-პოლიცია

კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო აჭარაში 10-მდე ობიექტი დაილუქა. აჭარის რეგიონში, ბოლო დღეების განმავლობაში 30-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი დაჯარიმდა.

შრომის ინსპექციის სამსახური ბიზნეს ობიექტებს არანებადართული ეკონომიკური საქმიანობის შეჩერებისკენ მოუწოდებს. უწყება მადლობას უხდის იმ ბიზნეს ოპერატორებს, რომლებმაც შრომის ინსპექციის რეკომენდაცია გაიზიარეს და დაანონსებული ღონისძიებები გააუქმეს.

ცნობისთვის, აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობაზე ზედამხედველობის პროცესში შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა ჩართული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები