LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა საქართველოში მალე დაინერგება: თამარ გაბუნია

92
Untitled design

საქართველოში კოვიდპასპორტის გაცემის პრაქტიკა ცოტა ხანში დაინერგება – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რომელიც კოვიდპასპორტში აისახება.

თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდპასპორტში ასისახება ვაქცინაციის ისტორია, გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, PCR ტესტის პასუხი:

“კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში – ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც.” – თქვა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდპასპორტის დანერგვაზე მუშაობა 2 კვირის განმავლობაში დასრულდება:

“ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში ჯგუფი მუშაობს ამ საკითხზე, ისინი მუშაობენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ასევე, ესტონეთთან ერთად და იქნება ეს პასპორტი იმ პრინციპებზე აგებული, რა პრინციპებზეც არის აგებული ევროკავშირში გაცემული კოვიდპასპორტი.

თითქმის ბოლომდეა მისული ეს სამუშაო, თანხმდება ახლა სამინისტროსთან საკითხები. ვფიქრობ, რომ სადღაც, მომავალი ორი კვირის განმავლობაში უნდა დასრულდეს, რადგან ჩვენ დღეს უკვე გვყავს 2 887 ორჯერადად ანუ სრულად აცრილი ადამიანი, რომელმაც შეიძლება მოგვთხოვოს პასპორტი.” – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს შესაძლებელია გაიცეს კოვიდპასპორტი იმუნიზაციის ელექტრონული ბაზიდან ამობეჭდვის საშუალებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები