გორის ჰოსპიტლის მკურნალი ექიმი ნინო გოგორიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს კოვიდის გადატანის შემდეგ გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები ჰქონდა დანიშნული. ექიმის განმარტებით, სააკაშვილს მაღალი დოზა არცერთხელ არ მიუღია და მისი ამჟამინდელი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
გოგორიშვილის განცხადებით, სააკაშვილმა 2020 წელს გადაიტანა კოვიდი, ჰქონდა ძილის პრობლემები და დანიშნული ჰქონდა გარკვეული ფსიქოტროპული პრეპარატები.
„საბაზისოდ აღებული იყო ის პრეპარატები, რომელსაც ის ღებულობდა. მკურნალობის პერიოდში, დაკვირვების შემდეგ ტრანსფორმაცია განიცადა. დღესდღეობით მაინც რჩება ძილის პრობლემა, მაგრამ ვუმკლავდებით. მომავალში თუ რაიმე დაგვჭირდება, სპეციალისტებთან ერთად გავივლით და კორექტივებს შევიტანთ.
დოზირება არცერთხელ არ იყო გადამეტებული. ყველა იყო მინიმალური დასაშვები დოზა. მაღალ დოზებზე საუბარი არ ყოფილა და ბატონ მიხეილს მაღალი დოზა არც მიუღია“, – განაცხადა გოგორიშვილმა.