LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდი მარტო ფილტვებს არ აზიანებს, პირველ რიგში თრომბოემბოლიური გართულებები აქვს – თენგიზ ცერცვაძე

620
თენგიზ-ცერცვაძე

„კოვიდი მარტო ფილტვებს არ აზიანებს, პირველ რიგში თრომბოემბოლიური გართულებები გვაქვს მხედველობაში”,-ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.

მან მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართა.

“კოვიდის გარეშე არ გაგიგონიათ, რომ ვიღაცას თრომბი ან ემბოლია დაემართა?

კატეგორიულად ვთხოვ მოსახლეობას, ნურანაირ სისხლის გამათხიერებელ მედიკამენტებს ნუ იმარაგებენ, ჯერ ერთი მათ ხომ არ სჭირთ კოვიდი. თუ მათ დაუდასტურდებათ კოვიდი, ექიმებს მიცემული აქვთ მკაცრი ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ასეთ შემთხვევაში. იმ პაციენტებში, რომლებთანაც არის თრომბოემბოლიური გართულების რისკი, დაინიშნება შესაბამისი მედიკამენტი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

17 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, 214 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 4 გარდაიცვალა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები