LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდი გადავიტანე – ლამის ტირილით მოვკვდი, სახელმწიფომ საახალწლოდ თუ ვინმეს პრემიები უნდა მისცეს, ეს არის მედპერსონალი: ელისაშვილი

3296
1

“მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, კოვიდით ინფიცირების დროს პირადად დაინახა მედპერსონალის თავდაუზოგავი შრომა და აღმოაჩინა ქვეყნის ნამდვილი გმირები.

ელისაშვილის განცხადებით, სახელმწიფომ საახალწლოდ თუ ვინმეს პრემიები უნდა მისცეს, ეს სწორედ სამედიცინო პერსონალია:

“კოვიდი გადავიტანე, სამშობიაროს შემდეგ საავადმყოფოში არასდროს ვყოფილვარ და, შესაბამისად, შორიდან ვუხდიდი მეც მადლობას მედპერსონალს, რადგან შორიდან ვხედავდი მათ თავდადებას.

კოვიდსასტუმროში ვიყავი ათი დღე. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი ერთი ღამე და ერთი დღე. ვნახე არანორმალური, ადამიანურ ძალისხმევას და შესაძლებლობას რომ სცდება, ისეთი შრომა, ისეთი ზრუნვა. ეს რა ხალხი ყოფილა. აღმოვაჩინე ნამდვილი გმირები. თუ ვინმე გმირია და ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ გმირობას სჩადიან, ეს არის მედპერსონალი, სანიტრები, ექთნები, ექიმები.

რაც მთავარია, ეს ზღვარი მათ წაშლილი აქვთ. სანიტრის საქმეს აკეთებს ექიმი, ექიმის საქმეს ლამის აკეთებს სანიტარი. როგორი ძალა და ენერგია აქვთ, როგორი შემართება. განიცდიდნენ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას და გაუმჯობესებას. პატარა ბავშვებივით უხაროდათ, ვინმეს სატურაცია თუ აეწეოდა. ცრემლები მადგება, ისე ვიყავი. ლამის ტირილით მოვკვდი, რომ ვუყურებდი ამ ქვეყნის ნამდვილ გმირებს. ვიცი, რომ მათ ჯამაგირი და დანამატები აქვთ, მაგრამ საახალწლოდ თუ ვინმეს პრემიები უნდა მისცეს სახელმწიფომ, არის ზუსტად ეს ხალხი.” – განაცხადა ელისაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები