LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა 20 თებერვლიდან დაიწყება

119
ცცერცცვაძე

საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევისთვის 5 დღე იქნება საჭირო. მასში შემთხვევითობის პრინციპით, ყველა ის პაციენტი ჩაერთვება რომელიც ბინაზე ან კლინიკაში მკურნალობდა. ამის შესახებ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

”კვლევის დაწყება იგვიანებს, რადგან გარკვეული პროცედურებია საჭირო. მას მხოლოდ ინფექციური საავადმყოფო ატარებს და ეს კვლევა თბილისში ტარდება. ჩვენ გვაქვს ბოლო ორი თვის განმავლობაში კოვიდგადატანილი პაციენტების სია, ვინც კლინიკაში მკურნალობდა და გაეწერა. ასევე, ვინც ბინაზე მკურნალობდა. 33 ათასი კოვიდგადატანილი პაციენტიდან, გამოვიძახებთ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით პაციენტებს საბურთალოდან, გლდანიდან, სამგორიდან და ა.შ.

ეს საჭიროა იმისთვის, რომ გავიგოთ, პოსტკოვიდური სინდრომი რამდენად ხშირია კოვიდგადატანილ პაციენტებში. ამიტომ, კომპიუტერული პროგრამა აარჩევს ცალკეულ სახელსა და გვარს, მოვიწვევთ და ჩავრთავთ კვლევაში. ამან პირველად საქართველოში უნდა დადოს შედეგები და ეს კვლევა ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში. სულ 2-3 მსგავსი კვლევაა ჩატარებული, რომლითაც შემდეგ კლინიკებმა და ექიმებმა უნდა იხელმძღვანელონ. უნდა დავადგინოთ რამდენ პროცენტში ვითარდება პოსტკოვიდური სინდორმი, რომელი ორგანო ზიანდება უფრო, რომელი დაზიანებებია ხშირი და ა.შ. ყველაფერ ამაზე დაიდება პასუხები და ამით იხელმძღვანელებს ქვეყნის ყველა კლინიკა და ექიმი”, – განმარტა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, შეიქმნება პროგრამა, რომლითაც სახელმწიფო პოსკოვიდური სინდრომის მქონე მოქალაქეებს უფასოდ უმკურნალებს.

”ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს ამბულატორიულ პროგრამას, რომლითაც პოსტკოვიდური სინდორმის მქონე ყველა პაციენტი მივა ექიმთან და ამ პროგრამის საშუალებით ჩაუტარდება ყველა სახის მომსახურება. პაციენტს გაესაუბრება ექიმი, მოქალაქეები შეავსებენ 100-ზე მეტ კითხვიან კითხვარს, ამ კითხვარის მიხედვით, ვის რა აწუხებს, იმ ორგანოს სრული კვლევა ჩაუტარდება. პაციენტს კვლევისთვის ხუთი დღე დასჭირდება. მოქალაქეების გამოკვლევებისთვის სახლიდან ივლიან, თუ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკაში დაწოლა არ გახდა საჭირო”. – აღნიშნა, თენგიზ ცერცვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები