უკვე მეორე წელია მსოფლიო კოვიდპანდემიის დასრულებას და ჩვეული ცხოვრების დაბრუნებას ელის, თუმცა კაცობრიობას ახალი გამოწვევების შესახებ აფრთხილებენ და ურჩევენ, შემდეგი კრიზისისთვის მზად იყვნენ.
გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებით, კოვიდ-19 არ იქნება უკანასკნელი პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება.
ამის შესახებ გუტერეში სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს და აცხადებს, რომ მაშინ, როდესაც მსოფლიო ამ კრიზისს სათანადოდ უპასუხებს, შემდეგი კრიზისისთვის უნდა მოემზადოს:
“კოვიდ-19″ არ იქნება ბოლო პანდემია, რომლის წინაშეც კაცობრიობა აღმოჩნდება. ჩვენ ახლა ვპასუხობთ ჯანმრთელობის ამ კრიზისს და უნდა მოვემზადოთ შემდეგი კრიზისისთვის.
ეპიდემიისთვის მზადყოფნის საერთაშორისო დღეს, მოდით, ამ საკითხს მივაქციოთ ყურადღება და ჩავდოთ ის ინვესტიცია, რასაც იმსახურებს.” – განაცხადა გუტერეშმა.
#COVID19 will not be the last pandemic humanity will face.
As we respond to this health crisis, we need to prepare for the next one.
On this International Day of Epidemic Preparedness, let’s give this issue the focus, attention and investment it deserves.
— António Guterres (@antonioguterres) December 27, 2021