LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კოვიდ 19” უცნაური ვირუსია, ერთი პაციენტი უკვე 45 დღეა მკურნალობს – მარინა ენდელაძე

267
Capture

“ერთ-ერთი პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში 5 მარტიდან მკურნალობს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კორონავირუსი “უცნაური” ვირუსია, რომლის პროგნოზირება საკმაოდ რთულია.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში სიმსივნური დაავადების მქონე 73 წლის პაციენტი კორონავირუსისგან განიკურნა

პაციენტზე, რომელიც უკვე 45 დღეა კორონავირუსს ებრძვის, ამავე ეთერში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემაც ისაუბრა. იმნაძემ აღნიშნა, რომ ეს პაციენტი საქართველოში გამოვლენილ ინფიცირებულთა პირველ ხუთეულში შედიოდა და მისი გაწერა ერთხელ უკვე დაიგეგმა, თუმცა ანალიზმა ისევ კოვიდ დადებითი პასუხი აჩვენა.

მარინა ენდელაძემ კორონავირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზეც ისაუბრა. მისი თქმით, პაციენტების უმრავლესობას რაიმე სახის სიმპტომი აუცილებლად აქვს, თუმცა შესაზლოა ეს მსუბუქად გამოხატული იყოს. ინფექციონისტმა ასევე აღნიშნა, რომ 37 გრადუსი ტემპერატურაც უკვე საყურადღებოა.

3 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია: ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი პაციენტი დატოვებს

“რამდენად გამორიცხავს ცემინება კორონავირუსის არსებობას, ამის თქმა ცოტა რთულია. მაგალითად, კორონავირუსს არ ახასიათებს რინორია, ძირითადი სიმპტომი არ არის ცხვირიდან გამონადენი, მაგრამ ზოგიერთს ეს ჰქონდა. ყელის ტკივილი აქვს, მაგრამ ყველას არ ჰქონდა. დიარეა ნაკლებად, ნაწლავთა დისფუნქცია უფრო მეტი იყო. უსიმპტომო პაციენტები ჩვენთან 5% გახლდათ. საკმაოდ ბევრია, რა თქმა უნდა, თუკი ამას ვერ დავადგენთ. თუ გაქვთ 37 სიცხე, უკვე უნდა ინერვიულოთ. მაგრამ არიან პაციენტები, ვისთვისაც 37 სიცხე ფიზიოლოგიაა და ადრეც ჰქონიათ. ძალიან ხშირად გვაკითხავდნენ ასეთი პაციენტები, რომელთაც აქვთ დაბალი სიცხეები, 37 და 37.5. სიცხე შეიძლება არ გქონდეს, მაგრამ გქონდეს მსუბუქი ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, იშვიათად, მაგრამ მაინც, დისკომფორტი, მუცლის ტკივილი. რაღაც მსუბუქი მაინც უნდა იყოს და ასეთ შემთხვევეაში კვლევას ექვემდებარება”, – აცხადედბს ენდელაძე.

“არის ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს” – პაატა იმნაძე

შეგახსენებთ, უახლოესი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფირების 411 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება, აქედა უნ კვე გამოჯანმრთელდა 98 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა.