კოვიდ-19-ის შემთხვევების დაფიქსირების გამო, თბილისში არსებული 186 ბაღიდან ამ დროისთვის 55 ბაღი დახურულია.
როგორც “ფორტუნას” ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ვირუსის შემთხვევები აღსაზრდელებში ჭარბობს.
“ფორტუნასთვის” მოწოდებული მონაცემების მიხედვით, აღნიშნული 55 ბაღიდან – კოვიდ-19 დაუდასტურდა 32 აღსაზრდელსა და ბაღის 23 თანამშრომელს:
“თბილისში სულ 186 ბაღია. დღეს დილის მონაცემებით, კოვიდ-19-ის შემთხვევების გამო, დახურულია 55 ბაღი.
ყველა ბაღი დაკეტილია 12 დღიანი საკარანტინე ვადით. 12 დღის გასვლის შემდეგ კი კვლავ გაიხსნება. ვირუსის შემთხვევები აღსაზრდელებში ჭარბობს.” – აცხადებენ თბილისის ბაღების მართვის სააგენტოში.
შეგახსენებთ, ბაგა-ბაღებმა მუშაობა 4 ოქტომბერს განაახლა.