LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოვიდ 19-ის ახალი ქვევარიანტი EG.5 მკვეთრად იზრდება, ის 50-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი“ – Reuters 

242
Untitled design (1)

აშშ-ში, ევროპასა და აზიაში კოვიდ ინფექციები და მისგან გამოწვეული ჰოსპიტალიზაცია იზრდება – ამის შესახებ გამოცემა Reuters აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

საუბარია კოვიდ 19-ის „ომიკრონის“ ვარიანტის ქვევარიანტზე – EG.5 8-ზე, იგივე „ერისზე“, რომელიც 2021 წლის ნოემბერში აღმოაჩინეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, აგვისტოს მდგომარეობით, აღნიშნული ქვეშტამი 50-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი.

„ის არის კოვიდ-19-ის ყველაზე გავრცელებული და ყველაზე სწრაფად მზარდი ქვევარიანტი აშშ-ში და, სავარაუდოდ, კოვიდ-19 ის ამჟამინდელი შემთხვევების დაახლოებით 17% სწორედ ეს შტამია“, – წერს მედია ჯანდაცვის უწყებებზე დაყრდნობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები