LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსტავაზე, სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

115

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე სავალუტო ჯიხურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. რამ გამოიწვია გოგონას გარდაცვალება ჯერჯერობით უცნობია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ცხედარს გარეგნული დათვალიერებით ძალადობის ნიშნები არ აღნიშნება. უწყების განმარტებით, დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც გარდაცვალების მიზეზს დაადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები