კოსტა-რიკას სანაპირო დაცვამ დააკავა გემი, რომელსაც 2 ტონამდე კოკაინი გადაჰქონდა. ამის შესახებ გამოცემა Nacion წერს. გემის შესახებ ინფორმაცია კოსტა რიკას აშშ-ს ხელისუფლებამ გადასცა. საეჭვო გემი წყნარ ოკეანეში, კოსტა რიკას სანაპიროდან 150 კილომეტრში დააკავეს.
მესაზღვრეებმა ერთკილოგრამიან შეკვრებში დაფასოებული 2 ტონა კოკაინი ამოიღეს. მათ დააკავეს ეკიპაჟის 3 წევრი, რომლებიც კოლუმბიის მოქალაქეები აღმოჩნდნენ.