იმ ფაქტს, რომ კიმ კარდაშიანი შიშვლდება ყველგან, სადაც ამისი საშუალება ეძლევა, მისი თაყვანისმცემლები დიდი ხანია მიეჩვივნენ, თუმცა მისის უესტის უკანასკნელმა ვიზუალმა, რომლითაც ის ლოს-ანჯელესში, კოსმეტიკის ფესტივალზე მივიდა, ყველა წინა გამოსვლა დაჩრდილა.
ღონისძიებაზე სახელწოდებით Beautycon Festival კიმმა თავისი ახალი პროექტი – კოსმეტიკური ბრენდი KKW Beauty წარმოადგინა. მასთან ერთად იმყოფებოდა მისი 5 წლის ქალიშვილი, ნორტ უესტიც, რომელსაც ვარსკვლავი დედა ყველა მსგავს ღონისძიებაზე აქტიურად დაატარებს.
ცნობილი დედა-შვილი შავი ფერის ლუქით იყო წარმოდგენილი. კიმმა ტრადიციულად უპირატესობა სიშიშვლეს მიანიჭა, ნორტი კი, ფოტოებიდან თუ ვიმსჯელებთ, მსგავსი ღონისძიებებით აღფრთოვანებული არ არის.