LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოშკში შესვლაც უნდათ თურმე, ჯობია ენა დაიმოკლო“ – დავა კოლხურ კოშკზე და ცოტნე გამსახურდიას მეუღლის პასუხი დედამთილს

7258
gamsaxurdiebii

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ოჯახში სკანდალი გრძელდება. ამჯერად, დავა მიდის იმაზე, თუ ვინ უნდა იცხოვროს კოლხურ კოშკში. ცოტნე გამსახურდიას და მის მეუღლეს კოშკში დასაბრუნებლად, მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ნებართვა სჭირდებათ,  მანანა გამსახურდია კი წინააღმდეგია ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ იცხოვროს კოშკში.

აღნიშნულ დავაზე ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა გადაცემაში „სხვა ნანუკა“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის იბრძოლებს ცოტნეს სურვილის ასასრულებლად, იცხოვროს კოლხურ კოშკში.

„ეს ტრაგიკომედია, რაც ხდება ზვიად გამსახურდიას ოჯახის ირგვლივ, არის ძალიან უსამართლო. არ იმსახურებს ეს კაცი, არც დიდი კონსტანტინე და არც ძმები გამსახურდიები. ამიტომ არ გამოგვქონდა ეს ამბავი, გიორგის სიტყვებს დავესესხები, გაუგონარი უმსგავსობები ხდება უკვე მესამე წელია. სანამ ცოტნე კარგად იყო, ხმას ვინ ამოიღებდა, ვინ გამიბედავდა ზედმეტის თქმას, შორიდან ქება-დიდება მომდიოდა. ეს მერე მოხდა, როცა დაინახეს რომ ცოტნეს ტვინში შეუქცევადი ცვლილებები იყო. არ ვახმაურებდით ამას, მაგრამ როდესაც ცოტნეს ინტერესები ზიანდება არავინ გაჩუმდება, იქ უკვე გიორგი გამსახურდია, რომელსაც არ უნდოდა ამის გაკეთება, შედის სასამართლოში და შეაქვს სარჩელი რომ ცოტნეს დაბრუნება შეეძლოს იქ. ცოტნე საკმაოდ დაიჩაგრა მთელი ცხოვრება, მამის მხრიდანაც, მისი ცხოვრებაც ძალიან მძიმე იყო. ახლა დაჩაგრო იმით, რომ არ შეუსრულო ნება-სურვილი და ეს სურვილი მას გამოხატული ჰქონდა 2019 წლის 19 დეკემბრამდე, ეს სურვილი იყო ეცხოვრა კოლხურ კოშკში და ეცხოვრა ჩემთან ერთად. მხოლოდ იმიტომ ვერ შევუსრულო ნება-სურვილი, რომ უმწეოა და ვერ გასცემს პასუხს სათანადოდ არის დიდი უსამართლობა.

პირდაპირ მაბრალებს ქალბატონი, რომ კოლხური კოშკის ხელში ჩაგდება მინდა. არანაირი რძალ-დედამთილი არ ვართ, თვითონ ცოტნეს არ ჰქონდა მასთან ურთიერთობა. მე ჩემს დედამთილთან 100 წელმოწერაც რომ მქონდეს, ჩვენ რძალ-დედამთილი არ ვიქნებით, გამორიცხულია. იცით როგორ ამბობენ კიდევ, რომ მოვიტაცე ცოტნე, დავატყვევე და იზოლაციაში ვარ. მანანა არჩვაძის მთელი ნათესაობა ჩემს გვერდზე დგას, მისი და, რომელიც ახლა გარდაიცვალა, მისი დიშვილები, დეიდაშვილები, ცოტნეს გამო, ცოტნემ გამაცნო ისინი.

მე თავად ვთქვი უარი, შევიტანე სასამართლოში მოთხოვნა, ცოტნეს მთელი ქონება, მათ შორის კოლხური კოშკის ჩათვლით, მისი ფინანსური თუ ბიზნეს დივიდენდებით გადაცემულიყო გიორგი გამსახურდიას მეთვალყურეობის ქვეშ. გიორგი გვარჩეს ჩვენ, არის ყველაზე ახლობელი ჩვენთვის. საერთოდ არ მინდა ცოტნეს ქონება, როცა მხარდაჭერაზე შემქონდა განაცხადი, ჩემს ადვოკატს ვუთხარი, რომ ყველანაირი ამოიღე რაც ფინანსებს ეხება, ჩემი პუნქტებია ცოტნეს მოვლა, მასზე ზრუნვა. რომც მოვიდნომო კოშკი ჩემს სახელზე ვერ გადმოვა, ეს არის ტყუილი ბრალდება.

მანამდე კი მანანა გამსახურდიამ გააკეთა კომენტარი, რომელიც facebook-ზე გავრცელდა.

„კოშკში შესვლაც უნდათ თურმე. კიდევ რა გინდა. ის სახლი, რომელშიც მთელი ცხოვრება ვიცხოვრე, ჩემი მშობლების სახლში უფრო ნალები დრო ვიცხოვრე, ვიდრე კოლხურ კოშკში. სადაც ჩაწერილი ვარ დღიდან გათხოვებისა, არასოდეს ამოვწერილვარ, ერთადერთი თუ მოგვიწია კოშკის დატოვება, ზვიად გამსახურდიასაც მოუწია და შვილებსაც. ქალს, ზვიად გამსახურდიას მეუღლეს, მისი შვილების აღმზდელი დედა, ბრადებად უყენებს, მე გამიტეხია, კარები გავტეხე თუ რა გავტეხე არ ვიცი, დავაზიანე და ისე შევვარდი თურმე, ჩემს სახლში რაში მჭირდებოდა  გატეხვა, პირიქით, მე რაც კოლხური კოშკი ავაღორძინე, ენერგია გავიღე და რაც გაუკეთე კოლხურ კოშკს, ზვიად გამსახურდიას ამის დრო არ ჰქონდა,  ნახევარი დღე ბავშვებს ვუთმობდი, ღამე ზვიადდთან ერთად ვმუშაობდი, გარკვეული პერიოდი მუშებთანაც ვიყავი, საჭირო იყო მოწესრიგებული ყოფილიყო ჩვენი ბინა. ეხლა ეს მეუბნება, რომ მე შევვარდი და გავტეხე და გამოვტეხე, შენ სანამ თავი არ გაგიხეთქა ხალხმა ჯობია ენა დაიმოკლო, რომ გადმოგიგდია ენა და აჭარტალებ.

დატოვოს ცოტნე გამსახურდია, თვითონ რომ მიიკერა ცოტნე გამსახურდიას მეუღლეობა. დიდი ბოდიში მაგრამ წარმოადგინოს რა მეუღლეობაზეა ლაპარაკი, გაუფასურება ხდება ამ სიტყვის და ურთიერთობის. ცოტნე გამსახურდიას თუ მართლა მეუღლედ უნდოდა ეს ქალი, რომელიც ორჯერ არ იყო კოლხურ კოშკში შესული და ისე  ლაპარაკობს რომ მთელმა გრიგალმა მის თავზე გადაიარა, ზვიად გამსახურდია ყოფილა თურმე მისი მამამთილი, ესეთი სიყალბე, უზნეობა, არამზადობა როგორ შეიძლება“, – აცხადებს პირველი პრეზიდენტის მეუღლე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები