LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსაჩევი: რუს ხალხს საქართველო მაინც უყვარს

409
kosachevi

საქართველოში სერგეი გავრილოვის გარშემო განვითარებულ მოვლენებს Facebook – ის საკუთარ გვერდზე კონსტანტინ კოსაჩევი ეხმაურება.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 2008 და 2019 წლების რადიკალების ქმედებების მიუხედავად რუს ხალხს საქართველო მაინც უყვარს.

„ქართულ ოპოზიციას, მოქმედი ხელისუფლებისგან განსხვავებით, რუსეთთან საერთო ენის გამონახვის ნაცვლად ომი სურს. რუს ხალხს საქართველო მაინც უყვარს, 2008 და 2019 წლების რადიკალების ქმედებების მიუხედავად,“ – განაცხადა კოსაჩევმა.