კორტნი კარდაშიანს ახალი მეგობარი ბიჭი ჰყავს. გაირკვა, რომ კარდაშიანების ოჯახის უფროსი და, 26 წლის დევიდ დი დიურონს ხვდება.
ამ დღეებში, 39 წლის სატელევიზიო სახე ახალგაზრდა ბუღალტერთან ერთად, მალიბუში დააფიქსირეს. საინტერესოა, რომ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე წყვილი მომღიმარი და ბედნიერი ჩანს. ყოველ შემთხვევაში, 3 შვილის დედის გამომეტყველება იმაზე მიანიშნებს, რომ ის თავს შესანიშნავად გრძნობს.
აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივი პროფესიის მიუხედავად, დევიდი შოუბიზნესის სამყაროსგან შორს არ არის. ცნობილია, რომ მისი ძმა, დეზი 2012 წელს, ამერიკულ ,,ვოისში”, კრისტინა აგილერას ,,თიმის” წევრი იყო.
შეგახსენებთ, რომ კორტნი კარდაშიანს არაერთ ასაკით პატარა ბიჭთან ურთიერთობას მიაწერდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, მისთვის შესაფერისი აქამდე არც ერთი არ აღმოჩნდა. ერთადერთი სერიოზული კავშირი, სელებრითს 2006-2015 წლებში ბიზნესმენ, სკოტ დისიკთან ჰქონდა, რომელთან ქორწინებაში ორ ვაჟსა და გოგონას ზრდის.