ძლიერი ქარის შედეგად, სამგორის რაიონში ერთ-ერთ საწყობს სახურავი მოძვრა, რომელიც გაზის მილსა და გარე განათების ბოძს დაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დაზიანებულია ერთი ავტომანქანა. მათივე ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.
ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ძლიერი ქარის გამო დიღომში, ერთ-ერთი საცხოვრებლი კორპუსიდან აივნის ნაწილი ჩამოიშალა. ჩამოშლილი ნაწილი ეზოში მდგომ ორ მსუბუქ ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
გართულების პრევენციის მიზნით, აივნის დაზიანებული ნაწილიც ჩამოანგრიეს, რომელიც კვლავ ნგრევის საფრთხეს ქმნიდა.