LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კორპორაცია ქართული ღვინის” პროდუქცია უკვე ქართულ ბაზარზეა

312

შპს “კორპორაცია ქართული ღვინის”  პროდუქცია უკვე ქართულ ბაზარზეა. კომპანია, რომელიც წლების მანძილზე მხოლოდ ექსპორტზე მუშაობდა, ამიერიდან საქართველოს მასშტაბითაც აქტიურად გამოჩნდება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის ბრენდ-მენეჯერმა, მეკო აბრამიამ განუცხადა, “კორპორაცია ქართული ღვინის” ღვინოები უკვე იყიდება თბილისის მასშტაბით 3 ობიექტზე და უახლოეს პერიოდში, კიდევ უფრო მეტგან შევა.

”წარმოდგენილები ვართ 2 პერმიუმ კლასის რესტორანსა და ერთ ღვინის მაღაზიაში. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს კიდევ რამდენიმე ობიექტთან, სადაც ჩვენი ღვინო გაიყიდება.  არ ვაპირებთ სავაჭრო ქსელებში შესვლას, ძირითადად, ვარჩევთ ისეთ ადგილებს, სადაც ტურისტების სიმრავლე შეინიშნება”, –  აღნიშნა აბრამიამ.

მისივე თქმით, პროდუქციის ღირებულება მაქსიმალურადაა ქართულ ბაზარს მორგებული და საკმაოდ კონკურენტუნარიანია.

რაც შეეხება, პროდუქციის რეალიაზაციას უცხოეთში,  “კორპორაცია ქართული ღვინის” საექსპორტო ქვეყნების რაოდენობა 12-მდეა, მათ შორის: უკრაინა, რუსეთი, ლიტვა, ლატვია, ბელორუსი და ჩინეთი. მიმდინარე წელს კი კომპანია ფრანგულ ბაზარზეც შევიდა.

ცნობისთვის, შპს “კორპორაცია ქართული ღვინო” 1999 წელს დაარსდა. კომპანია საწარმოს წინანდალში ფლობს. აწარმოებს 12 დასახელების ღვინოს, რომლებიც ექსპორტზე სხვადასხვა სავაჭრო ნიშნით გადის.  ამასთან,  “კორპორაცია ქართული ღვინის” წლიური წარმადობა 5 მილიონ ბოთლამდეა. კომპანიაში 75 ადამიანია დასაქმებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები