7 დეკემბერს კორონავირუსმა კიდევ ერთი ორსული, ბაკო სალაყაია იმსხვერპლა. მისი და, მწერალი დიკა სალაყაია ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
„ამ მძიმე დღეებში ჩავიკარგე…
ვერ ვუბრუნდები საკუთარ თავს და იმ დიკას ვერ ვპოულობ, სულ რომ სადღაც გარბოდა, სულ რომ ვიღაცას ეშველებოდა, სულ რომ მოუსვენარი იდეები და გეგმები ჰქონდა… ასე მგონია, ვერასოდეს ვიქნები ის, ვინც ვიყავი. ცხოვრება ორად გაიყო – ბაკომდე და ბაკოს მერე…
ათასობით შეტყობინება მივიღე და ვერავის გიპასუხეთ… არ შემიძლია. ვცადე ფეხზე ადგომა და თითქოს კედელ-კედელ ვცდილობ სიარულს… გუშინ სახლის კარი გავაღე და გავედი… აუტანელი, საშინელი და ცარიელი სივრცე…
ბევრი ვიფიქრე და ზუსტად მქონდა გადაწყვეტილი, რომ არ დავბრუნდებოდი… არც უნივერსიტეტში, არც სკოლებში, არც ლექსებში, არც ქველმოქმედებაში მაგრამ…
“დიკა მას, გთხოვთ ოღონდ დაგვიბრუნდით და არასოდეს არ ვიხმაურებთ გაკვეთილზე, საერთოდ ხმას არ ამოვიღებთ… სულ თქვენს გვერდით ვიქნებით. ისე ძალიან გვიყვარხართ და ვნერვიულობთ, არ მიგვატოვოთ, გთხოვთო – ეს მესიჯები…“