კორონავირუსს კიდევ ერთი ექიმი, ლანჩხუთელი ნანა ცინცაძე ემსხვერპლა.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლადო აფხაზავა წერს.
“მადლობა საოცარო ქალბატონო…”- წერს ლადო აფხაზავა.
29 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 382, ხოლო გარდაიცვალა — 14 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 298 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით — 8 547, PCR-ით — 5 751.