LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსს კიდევ ერთი ბიზნესმენი ემსხვერპლა -მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი გარდაიცვალა

175
1611486216495475

კორონავირუსით მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი – პაატა ნარიმანიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას თავად მარნეულის სასურსათო ქარხნა, სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს.

„უმძიმესი განცხადების გაკეთება გვიწევს, ჩვენმა გუნდმა ამ საშინელი ვირუსის გამო, ძალიან ძვირფასი, პატიოსანი, ახალგაზრდა, ერთგული და საყვარელი ადამიანი, მარნეულის სასურსათო ქარხნის დირექტორი – პაატა ნარიმანიძე დაკარგა. თანავუგრძნობთ ოჯახს, მეუღლესა და არაჩვეულებრივ შვილებს – ანას და ბარბარეს, თითოეულ თანამშრომელსა და მთელ ქვეყანას ასეთი საამაყო მამის, ღირსეული და საიმედო ადამიანის დაკარგვას. მადლობა პაატა ღირსეული ცხოვრებისთვის!“, – წერია განცხადებაში, რომელსაც მარნეულის სასურსათო ქარხნა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები