„ლივერპულმა“ გასვლაზე ზედიზედ 3 მატჩი წააგო 2014 წლის ნოემბრის შემდეგ პირველად.
„ლივერპულმა“ 2019 წლის იანვრის შემდეგ პირველად წააგო ზედიზედ ორი მატჩი.
„ლივერპულმა“ ვერ გაიტანა ბოლო 4-დან 3 მატჩში.
„ჩელსი“ ინგლისის თასს იგებდა, როდესაც ბოლო ორ შემთხვევაში „ლივერპული“ გააგდო.
კლოპის „ლივერპული“ არასოდეს გასულა ინგლისის თასის მე-6 რაუნდში.
„იუვენტუსისა“ და „მილანის“ სათასო მატჩი კორონავირუსის გამო გაურკვეველი ვადიტ გადაიდო.
„ვალენსია“-„ატალანტას“ (ჩემპიონთა ლიგა) და „ხეტაფე“-„ინტერის“ (ევროპის ლიგა) მატჩები მაყურებლის გარეშე ჩაივლის კორონავირუსის გამო.
უმაყურებლოდ შეიძლება ითამაშონ „ბარსელონამაც“ და „რომამაც“.
დორტმუნდი „ბორუსიამ“ კორონავირუსის გამო ზაფხულის აზიური ტურნე გადადო.
„რეალი“, ჩელსი“ და პსჟ მზად არიან დონარუმას წელიწადში 8 მლნ ევრო უხადონ.
გონსალო იგუანი შესაძლოა ბილბაოს „ატლეტიკში“ გადავიდეს. არგენტინელის დიდი ბაბუა ბასკი ყოფილა.
ივან რაკიტიჩმა „ატლეტიკოსთან“ კონტრაქტი შეათანხმა (Marca).
კილიან მბაპე საფრანგეთის ნაკრების წინასწარ საოლიმპიადო შემადგენლობაშია, მაგრამ პსჟ-მ განაცხადა, რომ ფეხბურთელს არ გაუშვებს ოლიმპიადაზე.
გვარდიოლა „სიტის“ ტროფეიზე: „მანჩინის დროს პრემიერლიგის მოგება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო – ამან კლუბის მენტალობა შეცვალა“.
რაფა ბენიტესი: „ლივერპულში“ ჩემ ბოლო წელიწადს სატრანსფერო ბიუჯეტი 17 მლნ ევრო იყო. კლუბს ფული არ ქონდა“.
ჩავი: „ყატარში ცხოვრება ძალიან იოლია. აქ დანაშაული არ არსებობს, ჩვენ სახლის გასაღებიც კი არ გვაქვს“.