LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კორონავირუსმა, შესაძლოა, ადამიანში გვერდითი ეფექტები დატოვოს, მათ შორის გაფანტულობა, ასევე პრობლემები მახსოვრობასთან” – ჯანდაცვის ექსპერტი

4779
doctr2010-2020-10-16-11-52-16-973804

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე COVID-19-სგან გამოჯანმრთელებულ პაციენტებს რეკომენდაციებს აძლევს. მისი განცხადებით, ვირუსმა შესაძლოა ადამიანში გვერდითი ეფექტები დატოვოს, როგორიცაა გონების გაფანტულობა, ასევე პრობლემები მახსოვრობასთან. ამასთან, შესაძლოა გვერდითი მოვლენები გამოვლინდეს, როგორც მსუბუქი, ისე მძიმე ფორმით.

“ადამიანს, ვინც გადაიტანა კოვიდი, ნუ იქნება ძალიან გახარებული, რომ კოვიდი დაამარცხა და ყველაფერი კარგად არის. ფრთხილად იყავით, განსაკუთრებით კოვიდიდან პირველი თვე ნუ დაისტრესავთ ორგანიზმს, ანუ გადაიტვირთებით, სწორად იკვებეთ და სუფთა ჰაერზე იარეთ მინიმუმ 30 წუთის განმავლობაში.

სამწუხაროდ, კვლევები წამოვიდა, რომ ძირითადად გვაქვს გვერდითი ეფექტები. ჩვენ დავინახეთ, რომ მენტალურ დაავადებასთან არის დაკავშირებული, შეიძლება იყოს გაფანტულობა, პრობლემები მახსოვრობასთან, შეიძლება იყოს უფრო მარტივი ფორმები, ან უფრო მძიმე,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ “რუსთავი 2-თან” საუბრისას.