LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერია ინფიცირებული

164
Coronavirus

“კოვიდ 19”-ით შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცერია ინფიცირებული. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

შემოსავლების სამსახური აცხადებს, რომ მებაჟე ოფიცერი, რომელსაც ახალი კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, 8 აპრილიდან შვებულებაში იმყოფებოდა და თანამშრომლებთან კონტაქტი არ ჰქონია.უწყების ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ინფიცირებული მებაჟე ოფიცრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„დადასტურებული შემთხვევიდან გამომდინარე, მამაკაცის ინფიცირების წყარო მისი ნათესავი იყო, რომელსაც კორონავირუსი 13 აპრილს დაუდასტურდა. აღნიშნულ ინფიცირებულ პიროვნებასთან მებაჟე ოფიცერს ბოლო კონტაქტი 9 აპრილს ჰქონდა. ამასთან, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 8 აპრილიდან საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი იმყოფებოდა შვებულებაში, შესაბამისად, სხვა თანამშრომლებთან მას კონტაქტი არ ჰქონია. შემოსავლების სამსახური ყველას სწრაფ გამოჯანმრთელებას და გამძლეობას უსურვებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.​

“ფანჯრებში დავანთოთ სანთლები, დავრჩეთ სახლში,ერთმანეთისთვის!” – სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები