საქართველოში კორონავირუსით 19 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 381-ს შეადგენს. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
დღეის მდგომარეობით, გამოვლენილია ინფიცირების 2295 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა საქართველოში 46 817-ს შეადგენს.
ამავე გვერდის მიხედვით, გამოჯანმრთელდა 2537 პირი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31170-მდე გაიზარდა.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 004 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4355 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2428-ს შეადგენს.