LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ახალშობილს ინფექცია არ დაუდასტურდა

109
BeFunky-collage - 2020-09-09T112237.001

კოვიდინფიცირებული მშობიარე ქალი, რომელსაც საკეისრო კვეთა 7 სექტემბერს, თბილისში ჩაუტარდა, თავს კარგად გრძნობს.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განმარტებით, ახალშობილიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. მისივე თქმით, ბავშვს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, პასუხი კი უარყოფითი აღმოჩნდა.

ამის შესახებ რატიანმა “ფორტუნასთან” ისაუბრა.

“პირველადი ტესტირებით ახალშობილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. განმეორებითი ტესტირება ისევ ჩაუტარდა, პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ამჟამად დედა-შვილი თავს კარგად გრძნობენ”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

კოვიდინფიცირებულმა ორსულმა იმშობიარა

შეგახსენებთ, რომ ინფიცირებული ორსული ბათუმის ე.წ “დონას” კლასტერს მიეკუთვნება.