LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების შემდეგ, ამერიკელი ექთნის ტესტმა კოვიდდადებითი აჩვენა

446
37391690-0-image-a-32-1609295468295

სასწრაფო დახმარების ექთნის ისტორია, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირდა, ყველასთვის მაგალითად უნდა იქცეს, რამეთუ პირადი ჰიგიენა, სოციალური დისტანცია და პირბადის ტარება 2021 წელსაც უცვლელ რიტუალად დარჩება.

45 წლის კალიფორნიელმა მეთიუმ Pfizer–ის ვაქცინა 18 დეკემბერს გაიკეთა და როგორც მან ABC NEWS–ს უთხრა, ერთადერთი გვერდითი ეფექტი რამაც ის შეაწუხა, მკლავის მსუბუქი ტკივილი იყო.

6 დღის გასვლის შემდეგ, საავადმყოფოში მორიგეობის დროს მეთიუმ კუნთების ტკივილი და სისუსტე იგრძნო. მედმუშაკმა მაშინვე ტესტი გაიკეთა და აღმოაჩინა, რომ ის კოვიდ–დადებითი იყო.

როგორც ამერიკელი ინფექციონისტი დოქტორი კრისტიან რამერსი ფიქრობს, მეთიუს ისტორია მოულოდნელი ნამდვილად არ არის.

პაციენტები ვაქცინაციის გაკეთების შემდეგ კორონავირუსისგან მომენტალურ დაცვას ნამდვილად არ იღებენ.

„კლინიკური ტესტებიდან ვიცით, რომ ვაქცინა აქტივაციას დაახლოებით 10–14 დღეში იწყებს და ვირუსისგან დაცული მხოლოდ ამის შემდეგ ხართ.“

თუმცა, სპეციალისტი იმასაც აზუსტებს, რომ 10–14 დღის გასვლის შემდეგაც, ვაქცინაცია სრულ დაცულობას არ ნიშნავს. „პირველი დოზა სავარაუდოდ 50%–იან დაცულობას ნიშნავს, მეორე დოზა კი უსაფრთხოებას 95%–მდე გაზრდის.“

არსებობს მეორე შესაძლებლობა: თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ Covid-19–ის ინკუბაციის პერიოდი 14 დღემდე გრძელდება, შესაძლოა მეთიუ ვაქცინაციის დროს უკვე ინფიცირებული ყოფილიყო და ვირუსი მოგვიანებით გამოვლინდა.

ორივე პოტენციური სცენარი იმის მანიშნებელია, რომ ვაქცინა აუცილებლად პანაცეა არ არის. ამიტომ სოციალური დისტანციის დაცვა თუ პირბადის ტარება კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია.

„ოპტიმიზმი კარგია და მიხარია, ადამიანებს უკეთესი მომავლის იმედი რომ ჩაესახათ, თუმცა უნდა გვახსოვდეს რომ პანდემიის დასასრული ასე მალე არ დადგება, წინ კიდევ ბევრი კვირა და თვე გვაქვს და მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები