ამერიკული ფარმაცევტული კომპანია “Pfizer” იმუნიზაციის საპილოტე პროგრამას იწყებს.
პროგრამისთვის ზომის, მოსახლეობის მრავალფეროვნებისა და იმუნიზაციის ინფრასტრუქტურის განსხვავების გამო ოთხი შტატი შეირჩა. როდ აილენდი, ტეხასი, ნიუ-მექსიკო და ტენესი
კომპანიაში განმარტავენ, რომ საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული შტატების მოსახლეობა ვაქცინას სხვა შტატებზე ადრე მიიღებს.
გასულ კვირას აშშ-ის წამყვანმა ფარმაცევტულმა კომპანია “Pfizer-მა” და გერმანულმა კომპანია “BioNTech-მა” განაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურმა ვაქცინამ 90% -იანი ეფექტურობა აჩვენა.
“Pfizer-ში” აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ვაქცინის 50 მილიონი დოზის მიწოდება, 2021 წლის ბოლოსთვის კი ამ რაოდენობის 1.3 მილიარდამდე გაზრდა იქნება შესაძლებელი.