LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კორონავირუსის შემთხვევების გუშინდელთან შედარებით ნაკლები რაოდენობა შაბათ-კვირას ტესტირების სიმცირეს უკავშირდება” – ამირან გამყრელიძე

416
5f4f4f74397e5

ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების გუშინდელთან შედარებით ნაკლები რაოდენობა შაბათ-კვირას ტესტირების სიმცირეს უკავშირდება. 

საქართველოში კორონავირუსის 4321 ახალი შემთხვევა დადასტურდა

„რეგიონების მიხედვით ყველაზე მეტი გვაქვს თბილისში, გავრცელების მიხედვით შემდეგ მოდის იმერეთი, შემდეგ აჭარა, ასევე, საკმაოდ მოიმატა გამოვლენამ სამეგრელო-ზემო სვანეთში, 433 შემთხვევა გვქონდა სამეგრელოში, იმატებს შემთხვევები ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში. გუშინდელთან შედარებით დღეს უფრო ცოტაა დადასტურებული შემთხვევები, რადგან შაბათ-კვირას გვაქვს ტესტირებულთა რაოდენობის შემცირება. თუ გუშინ ჩატარდა 18 ათასი ტესტი, დღევანდელი მაჩვენებელი შედარებით მცირეა, კერძოდ, ჩატარებულია 8 580 „პისიარ“ ტესტი და 5 816 ანტიგენის“,-განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის 4321 ახალი შემთხვევიდან 1615 თბილისში დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 14 396 ტესტი

გამყრელიძის პროგნოზით, მომდევნო კვირაში შემთხვევები მოიმატებს.

„გამოვლენის მაჩვენებელი მეტი გვექნება, რადგან თქვენ იცით, რომ ბოლო ოთხი, თუ სამი დღეა, გავაინტენსიურეთ ქვეყანაში ტესტირების მაჩვენებელი, ყოველდღიური მაჩვენებელი 15 ათასიდან 18 ათასის ფარგლებშია და უნდა ავიდეთ 20 ათასზე. ალბათ, სადღაც სამშაბთ-ოთხშაბათს ჩვენ ავალთ დღიური მაჩვენებლით 20 ათას კვლევაზე.

შესაბამისად, გამოვლენა მეტი გვექნება, მაგრამ ძირითადად მაინც იქნება მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევების ხარჯზე. დღესაც დინამიკას ეტყობა, რომ ბინაზე დატოვებულთა რიცხვი გაცილებით მეტია წინა დღეებთან შედარებით. მოგეხსენებათ, ბინაზე მკურნალობას და მონიტორინგს გადიან ძირითადად მაუბუქი და უსიმპტომო შემთხვევები და დღევანდელი მონაცემებით, 16 568 ადამიანი არის ბინაზე,”-განაცხადა გამყრელიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები