კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისში „ოქროს ბირჟა“ დაიხურა.
როგორც „ოქროს ბირჟის“ დირექტორმა, ეთერ ყიფიანმა განაცხადა, დახურვის მიზეზი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატება გახდა.
მისივე თქმით, გეგმური ტესტირებისას 40 ინფიცირებული გამოვლინდა.
„არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ჩვენ ტესტებს ვაკეთებთ ორ კვირაში ერთხელ და ახლა გამოჩნდა ძალიან ბევრი ინფიცირებული, ამიტომ ვიფიქრეთ, რომ ერთი კვირა დაგვეკეტა, რომ ვირუსი ვისაც აქვს, მორჩნენ. თუ კიდევ ვინმეს აქვს, ერთ კვირაში ესეც გამოჩნდება. ჯამში, 500-მდე თანამშრომელი გვყავს. გუშინ ამ კოვიდტესტირებით გამოვლინდა 40 შემთხვევა, დანარჩენებს აქვთ გაციების სიმპტომები. ჩვენ ვერ დავადგენთ, ვის რა ინფექცია აქვს, ამიტომ ვამჯობინეთ ერთი კვირით დავკეტოთ ოქროს ბირჟა და პირველში ისევ გაიხსნება. ტესტებს მოიტანენ თანამშრომლები, რომ გამოჯანმრთელებულნი არიან“, – განაცხადა ეთერ ყიფიანმა.