კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შემზღუდავი ღონისძიებების გასატარებლად მთავრობისათვის უფლებამოსილების 2022 წლის 1-ელ იანვრამდე გაგრძელებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა.
“საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი 78 ხმით მიიღეს. მთავრობისათვის უფლებამოსილების გაგრძელების წინააღმდეგ 22-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლადო კახაძის განცხადებით, ვადის გაგრძელების მიზანია, პირველი ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც პანდემიის გავრცელების შეფერხებასა და პროცესების სწორად წარმართვას ემსახურება.
“ეს პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად, ქვეყანაში არსებული მწვავე პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი აუცილებელი საშუალებაა“, – განაცხადა ლადო კახაძემ.