LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება: ეს ვირუსის ახალი კლასტერია

396
1122

კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა აშშ-ში მოგზაურობას უკავშირდება და ინფიცირებულები ერთი ოჯახის წევრები არიან. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ეს არის საქართველოში ვირუსის გავრცელების ახალი კლასტერი. მინისტრის განმარტებით, ინფიცირებულ ადამიანებთან შესაძლო კავშირები უკვე დადგენილია და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება.

“3 ახალი შემთხვევა არაევროპული ეტიმოლოგიისაა. ეს არის ოჯახი, რომელიც მოგზაურობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს არის ახალი კლასტერი. ყველა ის პიროვნება, რომელიც ამ ოჯახთან კონტაქტზე იმყოფებოდა, იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება შემდგომი ტაქტიკის დამუშავებისთვის”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძე.

მინისტრი ამბობს, რომ კიდევ ერთი სავარაუდო შემთხვევა აჭარაში ფიქსირდება, რომელზეც განცხადებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მოგვიანებით გააკეთებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები