LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის პრევენციისთვის მობილური აპლიკაციის გადმოწერა დღეიდან ხელმისაწვდომია

406
93186117-1653779138093317-1888456455300841472-o

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ახალი მობილური აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა. აპლიკაციის ფუნქცია არის “კოვიდ 19”-ის შესახებ ყველა საჭირო და აუცილებელი ინფორმაციის დროული მიწოდება, როგორც მთავრობის, ასევე საზოგადოების მხრიდან. ჯანდავის მინისტრის განმარტებით, ქართულენოვანი მობილური აპლიკაციის შემუშავება ავსტრიელ კოლეგებთან ერთად განხორციელდა, რისთვისაც ტიკარაძემ მათ მადლობა გადაუხადა.

მინისტრის თქმით, დღეიდან უკვე შესაძლებელი გახდება მოქალაქეებმა გადმოწერონ აღნიშნული პროგრამა, რომელიც მთავრობის მიერ შექმნილ  stopcov.ge-სა და ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე იქნება მითითებული. ტიკარაძის განმარტებით, აპლიკაცია იძლევა საშუალებას, მოხდეს ინფორმაციის გაცვლა, კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სიახლის შეტყობინება, შესაძლო შემთხვევების დროული დაფიქსირება და ინფექციის ჯაჭვის აღმოფხვრა. პროგრამის მთავარი ფუნქცია ინფიცირებული ადამიანის აღრიცხვა და მოძრაობის კონტროლია. მინისტრს იმედი აქვს, რომ მოქალაქეები აპლიკაციას ბოროტად არ გამოიყებენ და მას დადგენილი ფუნქციის გარდა, ხსვა მნიშვნელობა არ მიეცემა.

“მე მჯერა, რომ ჩვენი მოქალაქეები ბოროტად არ გამოიყენებენ ამ აპლიკაციას. თუმცა მას გააჩნია თავისი დამცავი ფუნქცია. თუ არ მოხდა მოქალაქის ტესტის ინფორმაციის ოფიციალური შეტანა, რაც მას დაუდგინდება, აპლიკაცია არ გაააქტიურებს სიგნალს და შესაბამისად არ გაიგზავნება სხვა მოქალაქეზე. აღნისნული აპლიკაცია რა თქმა უნდა იძლევა მეტი კონტროლის საშუალებას” – განაცხადა მინისტრმა.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მათ შორის შესაძლო საყოველთაო კარანტინის გამოცხადების სესახებ და აღნიშნა, რომ მტავრობა მსგავს ვარიანს განიხილავს, თუმცა საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობის იმედი აქვს და აცხადებს, რომ ზომების კიდევ უფრო გამკაცრება საჭირო არ გახდება.

“ჩვენ გადავდგით ყველა ის ნაბიჯი, რომელიც ზომების გამკაცრებას გულისხმობს. გავატარეთ ყველა ის ღონისძიება, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დასაცავად განხორციელდა. ჩვენი მოქალაქეები მაღალი სეგნების და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანები არიან და ვფიქრობ გაიაზრებენ იმ რისკებს, რაც შესაძლოა განვითარდეს. საყოველთაო კარანტინის გამოცხადების ვარიანს რა თქმა უნდა განვიხილავთ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ვფიქრობ ეს საჭირო არ გახდება” – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა სოციალურ დისტანციაზე და განაცხადა, რომ უნდა მოხდეს საერთო პასუხისმგებლობის გადანაწილება. მინისტრის თქმით, საფრთხე გლობალურია და მიუხედავად დისტანციის დაცვისა, რისკი მაინც მაღალია, ამიტომ მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ, შენ დარჩენისკენ და ჯანდაცვის უწყების რეკომენდაციების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

ეკატერინე ტიკარაძემ წარმატება უსურვა მოქალაქეებს ვირუსთან ბრძოლის ერთიან საქმეში და განაცხადა, რომ “საქართველო მალე გახდება ისეთი, როგორიც გვენატრება”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები