LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, თბილისში გზის მორეცხვის სამუშაოები ჩატარდა

167
page

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, წუხელ თბილისის რამდენიმე ქუჩა სადეზინფექციო ხსნარით მოირეცხა. სამუშაოები ჩატარდა პეკინის ქუჩაზე, რუსთაველის გამზირსა (მეტრო რუსთაველიდან ბარათაშვილის ხიდამდე) და ჰუალინგის დასახლების მიმდებარედ (ვარკეთილის მეტრომდე).

ამის შესახებ ინფორმაციას „თბილსერვის ჯგუფის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, გზის მორეცხვის სამუშაოები, „თბილსერვის ჯგუფის“ 100-მდე თანამშრომელმა სპეციალური ხსნარებისა და ტექნიკის საშუალებით განახორციელა.

ქუჩების მორეცხვას დედაქალაქის მერი კახა კალაძეც ესწრებოდა. როგორც კალაძემ ვიდეოჩართვისას განაცხადა, ეტაპობრივად თბილისის ყველა ქუჩა მოირეცხება.

მისივე განმარტებით, სადეზინფექციო ხსნარები, რომლითაც თბილისის ქუჩები ირეცხება, ჯანმრთელობისთვის საშიში არაა და მოსახლეობას არ უნდა შეეშინდეს.

თბილისის მერია / Tbilisi City Hall-ს ფოტო.

თბილისის მერია / Tbilisi City Hall-ს ფოტო.

თბილისის მერია / Tbilisi City Hall-ს ფოტო.

თბილისის მერია / Tbilisi City Hall-ს ფოტო.

OK! Magazine Georgia-ს ფოტო.

OK! Magazine Georgia-ს ფოტო.

OK! Magazine Georgia-ს ფოტო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები