Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

253
494-63256-871761-26232923-565207930490902-55655926402066433-o

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან პირდაპირი საერთაშორისო რეისები 28 იანვრიდან ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, 2020 წლის 29 მარტამდე დროებით შეწყდა. გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, საქართველოს მთავრობამ ვირუსის შესაძლო გაცილებისა და შემდგომ რეაგირების მიზნით,  გამოსცა განკარგულება და დაამტკიცა სამოქმედი გეგმა.

მთავრობის გეგმის მიხედვით, თითოეულ უწყებას, კომპეტენციის ფარგლებში დაევალა შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა. ღონისძიებებს კოორდინაციას უწევს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა საჭიროების შემთხვევაში ფინანსური რესურსების გამოყოფა სათანადო ასიგნებებიდან, მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან.

საქართველოში შემოსულ ორ ჩინელს მედიკოსები აკვირდებიან

 

საქართველოს მთავრობის მიერ დღეს დამტკიცებული განკარგულება ითვალისწინებს ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შესაძლო გავრცელების წინააღმდეგ მიმართულ პრევენციულ ღონისძიებებს და დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მასზე რეაგირებისთვის აუცილებელ ღონისძიებებს ეროვნულ დონეზე. აღნიშნული გეგმის მიხედვით გაწერილ ღონისძიებებში, კომპეტენციის ფარგლებში, ჩაერთვებიან შინაგან საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა სამთავრობო უწყებები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები