Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
კორონავირუსის „ომიკრონ“​ ვარიანტი რჩება საშიშ ვირუსად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული: ტედროს ადანომ გებრეიესუსი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის „ომიკრონ“​ ვარიანტი რჩება საშიშ ვირუსად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული: ტედროს ადანომ გებრეიესუსი

351
ტედროს ადანომ გებრეიესუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეიესუსის განცხადებით, კორონავირუსის „ომიკრონ“​ ვარიანტი რჩება საშიშ ვირუსად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები მძიმე დაავადებისა და სიკვდილის პრევენციის კუთხით ძალიან ეფექტურ საშუალებად რჩება, ისინი სრულად ვერ აფერხებენ გადაცემას.

„მოდით გარკვევით ვთქვათ: მიუხედავად იმისა, რომ “ომიკრონი“ ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე „დელტა“, ის რჩება საშიშ ვირუსად, განსაკუთრებით მათთვის, ვინც არ არის ვაქცინირებული.

თითქმის 50 000 გარდაცვალება კვირაში, ძალიან ბევრია. ვირუსთან ერთად ცხოვრება არ ნიშნავს, დავუშვათ, რომ სიკვდილიანობის ეს მაჩვენებელი მისაღები იყოს. ვირუსს თავისუფლად გავრცელების საშუალება არ უნდა მივცეთ და თეთრი დროშა არ უნდა ვუფრიალოთ, როცა მსოფლიოში ამდენი ადამიანია არავაქცინირებული.

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები მძიმე დაავადებისა და სიკვდილის პრევენციის კუთხით ძალიან ეფექტურ საშუალებად რჩება, ისინი სრულად ვერ აფერხებენ გადაცემას. მეტი გადაცემა ნიშნავს მეტ ჰოსპიტალიზაციას, მეტ სიკვდილს და სხვა ვარიანტის გაჩენის მეტ რისკს, რომელიც კიდევ უფრო გადამდები და მომაკვდინებელია ვიდრე „ომიკრონი“,“- აღნიშნა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.